Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ ღამით რუსეთის 11 დრონი ჩამოაგდეს

საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედროების მიერ ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატი
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედროების მიერ ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ ღამით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში ხარკოვის ოლქის ენერგოობიექტებზე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 13 ირანული დრონი Shahed-ი, რომლიდანაც 11 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

წუხელ გავრცელებული ცნობებით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვის გარდა, უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს დნეპროპეტროვსკის და ნიკოლაევის ოლქებსაც. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობა იუწყებოდა, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის 5 დრონი.

XS
SM
MD
LG