Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობა: მტერი უკრაინას უტევს ფრთოსანი რაკეტებით


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის სამხედრო ძალებმა განაახლეს უკრაინის წინააღმდეგ მასირებული სარაკეტო იერიში.

უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებით, მტერი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან და გემებიდან უტევს საჰაერო და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით და შეიმჩნევა საოკუპაციო ძალების ტაქტიკური ავიაციის აქტივობაც.

საჰაერო ძალების სარდლობა მოქალაქეებს მოუწოდებს თავშესაფრებში დარჩნენ.

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დილიდან გამოცხადებულია საჰაერო განგაში. აფეთქებები მოხდა დედაქალაქ კიევში და ოდესის, ხარკოვის, ლვოვის და სუმის ოლქებში. უკრაინის სხვადასხვა რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG