Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

G7 თალიბანს მოუწოდებს, "სასწრაფოდ გააუქმოს" ჰუმანიტარული დახმარების სფეროში ქალების მუშაობის აკრძალვა


ავღანელი ქალების საპროტესტო გამოსვლა უნივერსიტეტებში სწავლის აკრძალვის საწინააღმდეგოდ. ქაბული. 22 დეკემბერი, 2022 წელი
ავღანელი ქალების საპროტესტო გამოსვლა უნივერსიტეტებში სწავლის აკრძალვის საწინააღმდეგოდ. ქაბული. 22 დეკემბერი, 2022 წელი

„დიდი შვიდეულის“ (G7) და დასავლეთის რამდენიმე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 29 დეკემბერს მოუწოდეს თალიბანს, "სასწრაფოდ გააუქმონ" აკრძალვა ქალების მიმართ, რომლებიც მუშაობენ ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარების სექტორში.

ეს აკრძალვა ავღანეთში ქალთა უფლებებზე ბოლო დარტყმაა მას მერე, რაც აშშ-ის მეთაურობით ამ ქვეყანაში მყოფი საერთაშორისო ძალების გაყვანის შემდეგ, გასული წლის აგვისტოში თალიბანმა ძალაუფლება დაიბრუნა.

რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ ქალებს ამ თვის დასაწყისში აუკრძალა უნივერსიტეტებში სიარული, რამაც მსოფლიოში აღშფოთება და ავღანეთის ზოგიერთ ქალაქში საპროტესტო რეაქცია გამოიწვია.

თალიბანმა მანამდე მოზარდ გოგოებს აუკრძალა საშუალო სკოლაში სწავლა.

"დიდი შვიდეულის" მინისტრებმა, ისევე როგორც ავსტრალიამ, დანიამ, ნორვეგიამ, შვეიცარიამ და ნიდერლანდმა, ერთობლივ განცხადებაში „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვეს, „თალიბანის უგუნური და საშიში ბრძანებით... [რომელიც] საფრთხეს უქმნის მილიონობით ავღანელს, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებაზე არიან დამოკიდებულნი იმისთვის, რომ გადარჩნენ".

"მოვუწოდებთ თალიბანს, სასწრაფოდ გააუქმოს ეს გადაწყვეტილება", - ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG