Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 2023 წლის ბიუჯეტს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 2023 წლის ბიუჯეტს, რომლის მოცულობა დაახლოებით 1.7 ტრილიონი დოლარია. კანონპროექტი გასულ კვირაში დაამტკიცა კონგრესის ორივე პალატამ.

2023 წელს, შეერთებული შტატების მთავრობა 858 მილიარდ დოლარს დახარჯავს თავდაცვის სფეროსთვის, რაც 10%-ით მეტია 2022 წლის ხარჯებზე. სამედიცინო, სოციალური და სხვა სფეროები 772 მილიარდი დოლარით დაფინანსდება.

45 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული უკრაინისა და აშშ-ის ნატოელი მოკავშირეებისთვის. კიევისთვის განკუთვნილი თანხიდან 9 მილიარდი მოხმარდება უკრაინელი სამხედროების საჭიროებებს და 13 მილიარდი უკრაინის ეკონომიკის მხარდაჭერას. კიდევ 12 მილიარდი დოლარით აშშ შეავსებს შეიარაღების მარაგს, რაც საჭირო გახდა უკრაინისთვის საბრძოლო ტექნიკის გადაცემის შემდეგ.

აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტიდან 132 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას მიიღებს საქართველო.

XS
SM
MD
LG