Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში მგზავრებს პირველ და 7 იანვარს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება


ახალი წლისა და შობის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, დღესასწაულების დღეებში დამატებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

„შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს - პირველ და 7 იანვარს - მგზავრებს 03:00 საათამდე მოემსახურება. გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო სატრანსპორტო კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახალი წლის საათებში განაგრძობენ მუშაობას და ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს მოემსახურებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე.

XS
SM
MD
LG