Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა პალესტინელთა სახლის აფეთქების მცდელობისთვის ბრალი წაუყენა ორ ჯარისკაცს

საილუსტრაციო ფოტო: ისრაელის მიერ ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისრაელის არმიის რეიდის შემდეგ, ისრაელის უშიშროების ძალებთან შეტაკებისას ჰებრონში დემონსტრანტები ბარიკადებს წვავენ. 25 ოქტომბერი, 2022 წელი

ისრაელის არმიის თანახმად, პროკურორმა ბრალი წაუყენა ორ ჯარისკაცს, რომლებმაც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს პალესტინელთა სახლში იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იტყობინება AP-ი.

ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებს სერიოზულ ბრალდებას უყენებენ პალესტინელთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.

ჯარისკაცებს ბრალი წაუყენეს ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ თავდასხმის, საკუთრებისთვის განზრახ ზარალის მიყენებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის, განაცხადა ისრაელის არმიამ 29 დეკემბრის ღამით.

სასამართლომ ისინი საპატიმროში დატოვა მოსმენებამდე, რომლებიც იანვარშია დაგეგმილი. სამხედრო მოსამსახურეები 28 ნოემბერს დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG