Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა ებრაელებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა


ფინჰალს გოლდშმიტი
ფინჰალს გოლდშმიტი

მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა ფინჰალს გოლდშმიდტმა ებრაელებს მოუწოდა, დატოვონ რუსეთი, სანამ ისინი „განტევების ვაცად“ არ აქციეს უკრაინის ომით გამოწვეული გაჭირვებისთვის.

"თუ გადავხედავთ რუსეთის ისტორიას, დაინახავთ, რომ ყოველთვის, როდესაც ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას საფრთხე ემუქრებოდა, მთავრობა მასების რისხვისა და უკმაყოფილების გადატანას ებრაულ საზოგადოებაზე ცდილობდა. ასე მოხდა ცარიზმის დროს და სტალინური რეჟიმის ბოლოს", - აღნიშნა გოლდშმიდტმა The Guardian-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, რუსეთში ანტისემიტიზმის ზრდაა იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უბრუნდება ახალი ტიპის საბჭოთა კავშირს, სადაც ეტაპობრივად ეშვება რკინის ფარდა. „ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რუსი ებრაელებისათვის საუკეთესო ვარიანტი ქვეყნიდან წასვლაა“, - განაცხადა მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა.

ფინჰალს გოლდშმიტმა რუსეთი მარტში დატოვა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მისგან მოითხოვა, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომისთვის. ივლისში იგი თანამდებობიდან გადადგა, ოფიციალური ვერსიით, კონტრაქტის ვადის გასვლის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG