საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, უახლოესი 5 წლის განმავლობაში თბილისში ბუნებრივი ტარიფის საფასური არ გაიზრდება. გადაწყვეტილება გასული წლის 23 დეკემბერს მიიღო სემეკმა და ეხება 2023-2027 წლებს.
"დავასრულეთ ბუნებრივი გაზის კომპანიებისთვის ტარიფების დადგენა. სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა. 3- წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე, ასევე აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით", - თქვა დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე ტარიფების განსაზღვრის შემდეგ.
ეს გადაწყვეტილება ეხებათ: შპს „თბილისი ენერჯის“ და შპს „ვარკეთილაირის“, ასევე, შპს „ის“, შპს „გასკო +“-ის, შპს „ეს ჯი გაზ კომპანის“ აბონენტებს.
უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში მოქმედი ტარიფი იქნება:
- თბილისი ენერჯი: 1 კუბ.მ - 53,972 თეთრი;
- ვარკეთილაირი: 1 კუბ.მ - 57,062 თეთრი;
- გასკო+: 1 კუბ.მ - 53,351 თეთრი;
- ეს ჯი გაზ კომპანი: 1 კუბ.მ - 48,198 თეთრი.
თბილისში ბუნებრივი აირის მოხმარების საფასური 2021 წლის 1 ივნისიდან გაძვირდა. მატება 1 კუბ. მ-ზე 7,8 თეთრი იყო.
"არსებითად გადასცდა კომპანია ვალუტის კურსის გამო და მოითხოვა მარეგულირებლისგან ტარიფის კორექტირება... მათი მოთხოვნა იყო ლეგიტიმური..." - ასე ახსნა კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ფასის ზრდა მაშინ.