Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან გაძვირდა მანქანის რეგისტრაციისა და ნომრის აღების საფასური


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

დღეიდან, 2023 წლის 1 იანვრიდან გაძვირდა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღებისა და სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემის საფასური. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, ფასი სერვისზე რამდენჯერმე არის გაზრდილი.

  • სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარის ნაცვლად 100 ლარი ეღირება;
  • ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღება 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი გახდა;
  • ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი გახდა.

მანქანის რეგისტრაციისა და ნომრის აღების საფასურს "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" კანონი არეგულირებს.

XS
SM
MD
LG