Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი როგოზინმა ჭრილობიდან ამოღებული ჭურვის ნამსხვრევი გაუგზავნა საფრანგეთის ელჩს


დმიტრი როგოზინი
დმიტრი როგოზინი

რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ და კორპორაცია „როსკოსმოსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, დმიტრი როგოზინმა რუსეთში საფრანგეთის ელჩს, პიერ ლევის კონვერტით გაუგზავნა ჭურვის ნამსხვრევი, რომლითაც ის ახლახან დაიჭრა.

როგოზინმა ელჩს მიმართა თხოვნით, ნამსხვრევი გადასცეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. „და კიდევ უთხარით მას, რომ ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას საფრანგეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ნატოს სხვა წევრების დანაშაულებისთვის დონბასში“, - ნათქვამია როგოზინის მიმართვაში.

როგოზინის სიტყვებით, ქირურგებმა მისი სხეულიდან ამოიღეს 155-მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი Caesar-ის ჭურვის ნამსხვრევი. როგორ დადგინდა ნამსხვრევის წარმომავლობა, როგოზინის წერილში არ არის დაზუსტებული.

საფრანგეთის მხარეს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი როგოზინის წერილზე.

დმიტრი როგოზინი 21 დეკემბერს დაიჭრა ანექსირებულ დონეცკში. შენობას, რომელშიც მის გარდა იმყოფებოდნენ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მთავრობის რუსეთის მიერ დანიშნული თავმჯდომარე ვიტალი ხოცინკო და სხვა პირები, ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა მინიმუმ ორი ადამიანი. როგოზინი და ხოცინკო დაიჭრნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG