Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხახვი, კარტოფილი, საპონი, ბინის ქირა - ბოლო 1 წელში 250-ზე მეტი პროდუქტი და სერვისი გაძვირდა


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

"საქსტატის" თანახმად, 2022 წლის დეკემბერში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ფასები 9,8 პროცენტითაა გაზრდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ იმაში, რაშიც, საშუალოდ, გასულ წელს 100 ლარი იხარჯებოდა, ახლა 9,8 ლარით მეტია საჭირო. ბოლო ერთ წელში გაძვირდა როგორც პროდუქტი, ისე სერვისები.

"საქსტატის" მონაცემებით, ბოლო ერთ წელში ფასი გაზრდილია 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე და სერვისზე. მათ შორის ისეთზეც, რომლის ღირებულებაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ შეცვლილა.

წლიურ ინფლაციაზე გავლენა იქონია:

  • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების 16,3 პროცენტით გაძვირებამ;
  • საცხოვრებლის, წყლის, ელ.ენერგიისა და ბუნებრივი აირის ჯგუფში საფასურის 15,8 პროცენტით გაზრდამ;
  • ტრანსპორტის ღირებულების 5,5 პროცენტით გაზრდამ;
  • ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს 9,3 პროცენტით გაძვირებამ.

ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტი:

  • სიმინდის ფქვილი - გაძვირდა 84%-ით;
  • ხახვი - გაძვირდა 64%-ით;
  • კარტოფილი - გაძვირდა 47%-ით.

ყველაზე მეტად გაძვირებული გადასახადები:

  • საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახადი - გაიზარდა 101%-ით;
  • სანოტარო მომსახურება - გაიზარდა 96%-ით;
  • ასლის გადაღება - გაძვირდა 59%-ით;
  • ბინის ქირა - გაძვირდა 37%-ით.

იმის მიუხედავად, რომ ფასები გასული წლის დეკემბერთან შედარებით 9,8 პროცენტითაა გაზრდილი, კლება შეინიშნება 2022 წლის დეკემბრის ნოემბერთან შედარებისას. ბოლო ერთ თვეში ინფლაცია -0,3 პროცენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG