Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყინვების გამო უკრაინაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე შეზღუდვები დაწესდა


უკრაინის ელექტროქსელების ოპერატორმა „უკრენერჰომ“ შეზღუდვები დააწესა ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე. მან მიზეზად დაასახელა უახლოეს დღეებში მკვეთრი აცივება.

„უკრენერჰოს“ 6 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები იმოქმედებს ყოველდღე 8:00-დან 23:00-მდე. კომპანიის თქმით, ელექტროენერგიის მოხმარების ლიმიტების გადაჭარბება საავარიო გათიშვას გამოიწვევს.

განცხადება გაკეთდა იმ პერიოდში, როცა უკრაინაში გრძელდება ელექტრომომარაგების დაგეგმილი და საავარიო გათიშვა რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის დაბომბვის ფონზე. რუსეთის სარაკეტო და საარტილერიო იერიშების შედეგად მწყობრიდანაა გამოსული უკრაინის ენერგეტიკის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG