Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოტკინზე ლიფტის ჩავარდნისას დაშავებულები საავადმყოფოში რჩებიან


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ლოტკინის დასახლებაში მდებარე კერძო სახლის ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებული 3 ადამიანიდან ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის - შედარებით მძიმე. სამივე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

როგორც ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმმა ლევან ბესელიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, პაციენტებს მოტეხილი აქვთ მკერდის ძვალი და დაჟეჟილი ფილტვები. ორიდან ერთ-ერთი პაციენტი, ახლობლების მოთხოვნით, სხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მეორეს კი ალადაშვილის კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობენ.

მესამე პაციენტი ამ დრომდე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG