Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გივი მიქანაძე ანდრი კასიანოვის განცხადებაზე: შეიძლება იყოს რაღაცნაირად ომში ჩართვის მცდელობა


გივი მიქანაძე
გივი მიქანაძე

მმართველი პარტიის წევრი, დეპუტატი გივი მიქანაძე საქართველოს ომში ჩართვის შესაძლო მცდელობად აფასებს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის იმ განცხადებას, რომელიც სამხედრო დახმარების მიღებას უკავშირდებოდა. „უკრაინსკა პრავდაში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატს კითხვა ჟურნალისტებმა პარლამენტში დაუსვეს.

"ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო რაღაცნაირად ამ ომში იყოს ჩათრეული. კიდევ ერთხელ კატეგორიულად და ცხადად ვამბობთ, რომ ვერცერთი მცდელობა (ვერ იქნება წარმატებული), სადაც საქართველო შეიძლება წარმოჩინდეს როგორც მხარედ ამ ომის და ომში ჩართვის საშიშროება არსებობდეს, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება. ჩვენ პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, თუმცა ჩვენ პირველ რიგში უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს ჩათრეული საომარ მოქმედებებში და მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი", - თქვა გივი მიქანაძემ.

ანდრი კასიანოვი აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებითი განსხვავებები რჩება უკრაინისთვის ისეთ პრინციპულ საკითხებში, როგორებიცაა სამხედრო დახმარების გაწევა, რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კანონიერი ინტერესების დაცვა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ სამხედრო დახმარების გაწევაზე კატეგორიული უარი თქვა, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის გამოყენებას შიდა პოლიტიკური დავებისთვის და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას რუსეთთან ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG