ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ კომპანია L3Harris Technologies-ს უკრაინისთვის შეუკვეთა 14 სარაკეტო დანადგარი VAMPIRE. აშშ ამ შეიარაღებით უკრაინის არმიის გასაძლიერებლად 40 მილიონ დოლარს ხარჯავს.
კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პენტაგონისგან შესაბამისი კონტრაქტი 9 იანვარს მიიღეს. ამ სარაკეტო დანადგარებით უკრაინელი სამხედროები შეძლებენ მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებას და ხმელეთზე საფრთხეებისგან თავის დაცვასაც. VAMPIRE უკრაინას დაეხმარება თავდასხმებისგან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვაში.
2023 წლის 6 იანვრის მდგომარეობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან აშშ-მა უკრაინას გაუწია 24.2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.