Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ რუსეთს მოსთხოვა, ალექსეი ნავალნის სასწრაფოდ აღმოუჩინონ სამედიცინო დახმარება


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

13 იანვარს გერმანიამ რუსეთისგან მოითხოვა, რომ სასწრაფოდ აღმოუჩინონ სამედიცინო დახმარება კრემლის კრიტიკოსს, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის, რომელიც კოლონიაში იხდის პატიმრობას და რომელსაც უარს ეუბნებიან სამედიცინო მომსახურებაზე.

ნავალნის „სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება, როგორც ეს რუსეთის მრავალმა ექიმმა აღნიშნა. მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, ეს დაუყოვნებლივ და სრულად მოახდინოს,“ განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა კრისტინა ჰოფმანმა.

ბერლინმა ასევე კვლავ მოითხოვა ნავალნის გათავისუფლება და განაცხადა, რომ მისი პატიმრობა „პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს“ ემყარება.

რუსმა ექიმებმა ნავალნის მხარდასაჭერად წერილი დაწერეს და მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მოითხოვეს. წერილი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გაუგზავნეს. როგორც პარასკევს გახდა ცნობილი, წერილი გადაეგზავნა რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურს.

რუსი ექიმების წერილი 10 იანვარს გამოქვეყნდა. ექიმებმა მოითხოვეს, შეწყდეს აბუჩად აგდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და რომელიც ისევ მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში. წერილის ავტორებმა ასევე მოითხოვეს, ნავალნისთან დაუშვან სამოქალაქო ექიმები, საჭიროების შემთხვევაში კი - ის საავადმყოფოში მოათავსონ გამოსაკვლევად.

31 დეკემბერს ნავალნი, რომელიც ვლადიმირის ოლქის კოლონიაში იხდის სასჯელს, მეათედ ჩასვეს სადამსჯელო იზოლატორში. იზოლატორში ნავალნი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით დაავადდა. წამლები, რომლებიც ნავალნის მისმა თანამებრძოლებმა უყიდეს, მას ვერ გადასცეს.

XS
SM
MD
LG