Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვაში აფეთქება მოხდა ლატვიასთან დამაკავშირებელ მაგისტრალურ გაზსადენზე


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ლიეტუვაში პარასკევს აფეთქება მოხდა მაგისტრალურ გაზსადენზე, რომელიც ლიეტუვასა და ლატვიას აკავშირებს. გაჩნდა ხანძარი, ცეცხლი 50 მეტრამდე აღწევს. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ახლომდებარე სოფელი, რომელშიც 200-მდე ადამიანი ცხოვრობს, ევაკუირებულია. აფეთქების მიზეზი გაურკვეველია. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.

როგორც იტყობინება გაზსადენების ლიეტუვური ოპერატორი Amber Grid-ი, ამ ადგილას გასზსატრანსპორტო სისტემა ორი პარალელური გაზსადენისგან შედგება. დაზიანებული შტოთი აირის მიწოდება შეწყვეტილია, მეორე კი ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, ამიტომ მომხმარებელთა გაზმომარაგება არ დაზარალებულა.

Amber Grid-ის ხელმძღვანელმა ნემუნას ბირკნიუსმა განაცხადა, რომ პირველადმა შემოწმებამ ვერ გამოავლინა დივერსიის რაიმე ნიშნები, თუმცა სრულ სურათს გამოძიების მსვლელობაში დაადგენენ.

XS
SM
MD
LG