Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანდელაკის თქმით, რუსთაველის გამზირზე რუსული სიმღერის გათიშვის გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს


„ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი.
„ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი.

პარტია „ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც პოლიტიკოსმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამის მიზეზი გახდა ის, რომ მან თავისუფლების მეტროს მიმდებარედ ჩართული რუსული სიმღერა გათიშა.

„რუსთაველის გამზირზე გავთიშე რუსული „თრეში" და ამის გამო მომაყენებს ფიზიკური შეურაცხყოფა. მიუღებელი, შეუფერებელიც, შეიძლება ითქვას, შეურაცხმყოფელიც იყო ეს სიმღერა. მივედი ამ ხალხთან, რომლებიც აპარატურასთან იყვნენ და ვუთხარი, ეს ხომ სირცხვილია-მეთქი. აგრესიულად მიპასუხეს. მეორედაც ანალოგიურად მოიქცნენ. შემდეგ უბრალოდ კაბელი გამოვრთე (ტელეფონით იყო ჩართული ეს მუსიკა) და გავაგრძელე გზა.

ერთ-ერთი პირი დამეწია და მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მე გამოვერიდე და კიდევ დამეწია... მერე ვუთხარი, პოლიციაში შევალ-მეთქი და რომ აღარ გაჩერდა, გადაწყვიტე, რომ შემოვსულიყავი მეტროს პოლიციაში და რეაგირება მომეხდინა. ახლაც „თავისუფლების მეტროში", მეტროს პოლიციაში ვარ. გამოძიება დაიწყო. ჩვენებას ვაძლევ, - გვითხრა კანდელაკმა და დაამატა, - რუსები არ ყოფილან, ქართველები იყვნენ. და არსი არის ის რომ რუსთაველის გამზირზე გავთიშე რუსული „თრეში" და ამის გამო მომაყენებს ფიზიკური შეურაცხყოფა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG