Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

84 წლის ასაკში გარდაიცვალა ბუბა კიკაბიძე


ბუბა კიკაბიძე. 31 ოქტომბერი, 2020 წელი
ბუბა კიკაბიძე. 31 ოქტომბერი, 2020 წელი

ქართველი კინომსახიობი, მომღერალი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" დაუდასტურეს.

ბუბა კიკაბიძე ენმ-ის სიის პირველი ნომერი და მე-10 მომწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. იგი საარჩევნო ბლოკმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ოპოზიციური გაერთიანება – ძალა ერთობაშია“ 2020 წლის ოქტომბერში წარადგინა სიის სათავეში.

იმ დროისთვის უკრაინაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ მომღერალს "პოლიტიკოსი და დიდი ქართველი პატრიოტი" უწოდა. ის ამბობდა, რომ "ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში".

ბუბა კიკაბიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ქართულ საბჭოთა ფილმში, მათ შორისაა: "მიმინო“ (1977), "არ დაიდარდო" (1969), "ვერის უბნის მელოდიები" (1973) და სხვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG