Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძე დააჯილდოვა „იაროსლავ ბრძენის ორდენით"


ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე, ვოლოდიმირ ზელენსკი.
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე, ვოლოდიმირ ზელენსკი.

24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „იაროსლავ ბრძენის ორდენით“ დააჯილდოვა ქართველი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე.

კიკაბიძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრია. ის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი საარჩევნო ბლოკის პარტიული სიის პირველი ნომერი იყო.

დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ხატია დეკანოიძემ, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ.

19 ივლისს საქართველოში ვიზიტის დროს, ბათუმის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაბადების დღე მიულოცა ბუბა კიკაბიძეს.

23 აგვისტოს ზელენსკიმ უკრაინაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დააჯილდოვა პირველი ხარისხის ორდენით „დამსახურებისთვის“.

XS
SM
MD
LG