Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

74 წლის ასაკში გარდაიცვალა გავლენიანი უნგრელი ფილოსოფოსი და ოპოზიციონერი გაშპარ მიკლოშ ტამაში


გაშპარ მიკლოშ ტამაში, უნგრელი ფილოსოფოსი
გაშპარ მიკლოშ ტამაში, უნგრელი ფილოსოფოსი

15 იანვარს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 74 წლის ასაკში გარდაიცვალა გავლენიანი უნგრელი მოაზროვნე და ოპოზიციონერი გაშპარ მიკლოშ ტამაში.

ტამაშს თანამედროვე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოაზროვნედ მიიჩნევდნენ. განათლება მას ფილოსოფიაში ჰქონდა მიღებული, იყო რამდენიმე აკადემიური ნაშრომის ავტორი. ამავდროულად მისი ბიოგრაფია მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების პოლიტიკურ ისტორიასთან.

გაშპარ ტამაში დაიბადა რუმინეთის ქალაქ კლუჟში და 1978 წელს საცხოვრებლად გადავიდა უნგრეთში, სადაც გახდა ანტიკომუნისტური ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წევრი. კომუნისტური ხელისუფლების დამხობის შემდეგ იყო პარლამენტის წევრი, გვიანდელ წლებში გახდა მემარცხენე ორიენტაციის მოაზროვნე და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური მთავრობის მწვავე კრიტიკოსი.

ტამაში მიწვეული პროფესორის რანგში მუშაობდა იელის უნივერსიტეტში (აშშ), ასწავლიდა ბრიტანეთის და საფრანგეთის უნივერსიტეტებში.

XS
SM
MD
LG