Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დაზვერვის ცნობით, პუტინი გერასიმოვისგან მოითხოვს დონბასის მარტამდე დაპყრობას


რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი
რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად დანიშნული ვალერი გერასიმოვისგან მოითხოვს, რომ დონბასი 2023 წლის მარტამდე დაიპყრონ. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა 16 იანვარს, ღამით განაცხადა ტელეარხ Freedom-ის ეთერში.

იუსოვის თქმით, რუსეთს წინასწარ დასახული ვადები არაერთხელ შეუცვლია და ამჯერადაც არაფერი გამოუვა.

11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის თანამდებობიდან დაითხოვეს გენერალი სერგეი სუროვიკინი და უკრაინის წინააღმდეგ ომის ხელმძღვანელობა დაევალა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, არმიის გენერალ ვალერი გერასიმოვს.

XS
SM
MD
LG