Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში პირველი მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც ყირგიზული ენის გამოყენებას სავალდებულოს ხდის


ყირგიზეთის პარლამენტის შენობა ბიშკშეკში
ყირგიზეთის პარლამენტის შენობა ბიშკშეკში

ყირგიზმა კანონმდებლებმა 19 იანვარს პირველი მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც ავალდებულებს ყველა სახელმწიფო სუბიექტს, ადგილობრივ მთავრობას, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას, რომ გამოიყენონ მხოლოდ ყირგიზული ენა, როგორც სამუშაო ენა.

კანონპროექტი კიდევ ორი წაკითხვით უნდა მიიღონ, ხოლო დამტკიცების შემთხვევაში, ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა უნდა მოაწეროს ხელი.

რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის ცნობით, 1989 წელს მიღებული კანონით რუსულ ენას, რომელიც დომინირებს ყოველდღიური ცხოვრების ბევრ სფეროში, აქვს ოფიციალური ენის სტატუსი, ხოლო ყირგიზული ცენტრალური აზიის ამ რესპუბლიკის სახელმწიფო ენას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG