Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ტალინის დეკლარაცია": ევროპის 9 ქვეყანა უკრაინას უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას ჰპირდება


დანიური შორსმსროლელი საარტილერიო ჰაუბიცა Caesar-ი
დანიური შორსმსროლელი საარტილერიო ჰაუბიცა Caesar-ი

ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე ევროპის ცხრა ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს "ტალინის დეკლარაციას", რომლითაც აიღეს ვალდებულება, რომ შემდგომი სამხედრო დახმარება გაუწიონ რუსეთის წინააღმდეგ მეომარ უკრაინის არმიას.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ თანახმად, დეკლარაციას ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებმა, ასევე დანიის, ნიდერლანდის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის წარმომადგენლებმა.

"ამიტომ, ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, ერთობლივად გავაგრძელოთ უპრეცედენტო დახმარება, კერძოდ, მოწინავე საბრძოლო ტანკების, მძიმე არტილერიის, საჰაერო თავდაცვის ტექნიკის, საბრძოლო მასალების და ქვეითი საბრძოლო მანქანების უკრაინის თავდაცვისთვის გადაცემის მიმართულებით", - ამბობენ "ტალინის დეკლარაციის" ხელმომწერები.

კერძოდ, დანიამ განაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს თავის შეიარაღებაში არსებულ 19 ფრანგულ თვითმავალ ჰაუბიცა „სეზარს“, რომელიც ამ ტიპის იარაღებში საუკეთესოდ ითვლება მსოფლიოში.

ესტონეთმა და ლიეტუვამ გამოაცხადეს რეკორდული დახმარების პაკეტები; ხოლო დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ სხვა სამხედრო დანიშნულების პროდუქციასთან ერთად, უკრაინას Brimstone-ის კლასის 600 რაკეტას გადასცემს.

XS
SM
MD
LG