Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უკრაინას არ სჭირდება ბახმუტის დაცვა ნებისმიერ ფასად“ - აშშ-ის ოფიციალური პირი


უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტთთან, 20 იანვარი, 2023 წ.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტთთან, 20 იანვარი, 2023 წ.

„უკრაინას არ სჭირდება ბახმუტის დაცვა ნებისმიერ ფასად; ამის ნაცვლად, მან უნდა გამოიყენოს შესაძლებლობების ფანჯარა ძირითადი კონტრშეტევის მოსამზადებლად“, - წერს BBC მაღალი თანამდებობის ამერიკელ სახელმწიფო მოხელეზე დაყრდნობით.

ბახმუტი იქცა სასტიკი ბრძოლების ეპიცენტრად აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელსაც თან ახლავს მასობრივი საარტილერიო დაბომბვა და უზარმაზარი დანაკარგები, ორივე მხარისთვის შესამჩნევი შედეგის გარეშე.

ბახმუტი უკრაინელებისთვის ეროვნული ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იქ იმყოფებოდა დეკემბერში, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ომის დაწყებიდან პირველად დატოვებდა ქვეყანას, რათა ამერკის შეერთებული შტატების კონგრესში სიტყვით გამოსულიყო.

თუმცა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ბახმუტზე ფოკუსირება უკრაინას ხელს უშლის უფრო მნიშვნელოვანი ამოცანის - სამხრეთისკენ ფართომასშტაბიანი საგაზაფხულო შეტევის მომზადებაში.

„ბახმუტში დრო რუსეთის სასარგებლოდ თამაშობს, მისი საარტილერიო რესურსებისა და დიდი სამხედრო ყოფნის გათვალისწინებით“, - იტყობინება ამერიკელი ოფიციალური პირი, რომელიც ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით ესაუბრა. ამასთან, რუსეთის გამარჯვება ბახმუტში არ გამოიწვევს რაიმე მნიშვნელოვან ძვრებს, რადგან უკრაინული ძალები კარგად დაცულ პოზიციებზე დაიხევენ.

ამის შესახებ პარასკევს თეთრ სახლში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმაც ისაუბრა. მისი თქმით, „ვაგნერის“ ჯგუფი „ფაქტობრივად გვამებით ფარავს“ მოწინააღმდეგის პოზიციებს.

„მაშინაც კი, თუ ისინი [რუსი სამხედროები] წარმატებას მიაღწევენ ბახმუტსა და სოლედარში, სტრატეგიულად ეს არ შეცვლის დინამიკას ბრძოლის ველზე“, - განაცხადა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG