Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ განაცხადა, რომ 18 იერიში განახორციელა რუსეთის ჯარების დაჯგუფებებზე


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 21 იანვარს განაცხადეს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში გრძელდება ბრძოლები. მანამდე რუსეთმა თქვა, რომ რეგიონში ხელში ჩაიგდო დასახლებული პუნქტი. დასავლეთის ოფიციალური წარმომადგენლები მეტ დახმარებას ჰპირდებიან უკრაინას, მაგრამ ამავე დროს შეკითხვები აქვთ უკრაინის „სიმტკიცის“ თაობაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ იზრდება კიევის მოუთმენლობა საკვანძო მნიშვნელობის საკითხთან დაკავშირები - მისცემს თუ არა დასავლეთი მას უახლეს საბრძოლო ტანკებს. მისი თქმით, უკრაინის „სიმტკიცე“ იზრდება, მაგრამ „გადაწყვეტილება... უნდა მიღებულ იქნეს“.

ზელენსკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მოგვიანებით ტვიტერში დაწერა, რომ „დღევანდელი ორჭოფობა მეტ ჩვენიანს კლავს... უფრო სწრაფად იფიქრეთ“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 21 იანვარს განაცხადა, რომ 18 იერიში განახორციელა რუსეთის ჯარების დაჯგუფებებზე. მან რუსეთის მხარეს 12 დასახლებულ პუნქტზე შეტევაში დასდო ბრალი ლუგანსკსა და დონეცკის რეგიონებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ დაიკავა სოფელი კლეშჩიევკა, რომელიც ბახმუტიდან ხუთ კილომეტრზე მდებარეობს. მანამდე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ კლეშჩიევკა აღებულია.

XS
SM
MD
LG