Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Time-ი: აშშ-ის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ყოფილი წევრი უკრაინის მხარეზე ბრძოლებში დაიღუპა


საილუსტრაციო ფოტო: აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფ SEALs-ის წევრები.

აშშ-ის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფ SEALs-ის ყოფილი წევრი უკრაინის მხარეზე ბრძოლებში დაიღუპა. დენიელ სვიფტი უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის შემადგენლობაში იბრძოდა. ამის შესახებ გამოცემა Time-ი იტყობინება.

ტელეკომპანია CNN-ი ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სვიფტი 2005 წელს შეუდგა სამსახურს საზღვაო ქვეითთა ძალებში. ერაყისა და ავღანეთის სამხედრო კამპანიებში მონაწილეობისთვის მოპოვებული აქვს ჯილდოები. 2019 წლის მარტში ამერიკელმა დეზერტირობის შედეგად დაკარგა SEALs-ის წევრის სტატუსი.

სვიფტის სიკვდილის თარიღსა და ადგილს, ასევე მიზეზებს, რის გამოც დატოვა სვიფტმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების რიგები და ჩავიდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს საბრძოლველად, არ აზუსტებენ. აშშ-ის მხარეს არ წარმოუდგენია დეტალები და ამის მიზეზად პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაასახელეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს არ დაუდასტურებია სვიფტის პიროვნება, მაგრამ აღიარა უკრაინაში აშშ-ის მოქალაქის სიკვდილი.

მარტის დამდეგს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს დაახლოებით 20 ათასი უცხოელი იბრძოდა 50-ზე მეტი ქვეყნიდან. რამდენი უცხოელი იბრძვის ამჟამად, უკრაინის მხარე ოფიციალურად არ აზუსტებს.

The Washington Post-ის უკანასკნელი მონაცემებით, 2023 წლის დასაწყისისათვის აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონაში უკრაინის ტერიტორიაზე შეიძლება ყოფილიყო ერთიდან სამი ათასამდე უცხოელი მებრძოლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG