Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ გერმანიას მოსთხოვეს, დაუყოვნებლივ გადასცეს უკრაინას Leopard-ები


გერმანული წარმოების ტანკი Leopard 2
გერმანული წარმოების ტანკი Leopard 2

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გერმანიას მოსთხოვეს, დაუყოვნებლივ გადასცეს უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები.

„ეს აუცილებელია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, უკრაინის დასახმარებლად და ევროპაში მშვიდობის სწრაფად აღსადგენად,“ დაწერა ტვიტერში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის მოკავშირეები ვერ შეთანხმდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დასავლური ტანკების მიწოდებაზე. უკრაინის არმიამ დასავლეთის ქვეყნებს სთხოვა ასობით ამერიკული Abrams-ი და გერმანული Leopard-ი. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა პარასკევს განაცხადა, რომ ბერლინს ჯერ არ მიუღია Leopard-ების თაობაზე გადაწყვეტილება. პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა კი თქვა, რომ ჯერ ვერაფერ ახალს ვერ იტყვის Abrams-ების მიწოდების თაობაზე.

მედიაში ასევე გაჩნდა ცნობები, რომ ჩეხეთი და სლოვაკეთი მზად არიან, კიევს გადასცენ გერმანული ტანკები, რომლებიც მათ უნდა მიიღონ მათ მიერ უკრაინისთვის უკვე მიწოდებული საბჭოთა წარმოების ტანკების სანაცვლოდ. შაბათს ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ეს ცნობა.

20 იანვარს გერმანიაში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა რამშტაინში გაიმართა მერვე საკონსულტაციო მოლაპარაკებები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის თაობაზე. ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გაზაფხულისთვის გერმანია მოამზადებს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომლის ღირებულება 1 მილიარდი ევრო იქნება. მისი სიტყვებით, ბერლინი უკრაინას გაუგზავნის საზენიტო ანტირასარაკეტო დანადგარებს, Patriot-ებს, ასევე შვიდ თვითმავალ საარტილერიო დანადგარ Gepard-ს, სარაკეტო სისტემა Iris-T-ს და მისთვის განკუთვნილ რაკეტებს. 400 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების მიწოდება გამოაცხადა ფინეთმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG