Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კვლავ ჩავიდა უკრაინაში


ბორის ჯონსონი ბოროდიანკაში. 22 იანვარი.
ბორის ჯონსონი ბოროდიანკაში. 22 იანვარი.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კვლავ ჩავიდა უკრაინაში. უკრაინაში ის ადრეც იყო ნამყოფი, მაგრამ ამჟამად მან პირველად იმოგზაურა არაოფიციალური სტატუსით. სექტემბრიდან მოყოლებული ჯონსონს არავითარი პოსტი არ უკავია, გარდა პარლამენტის დეპუტატისა საკუთარი საარჩევნო უბნიდან.

ბორის ჯონსონი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

როგორც მედია იტყობინება, ის ნახეს კიევის მახლობლად, ომისგან ძლიერ დაზარალებულ ბუჩასა და ბოროდიანკაში. Reuters-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ბოროდიანკაში ჯონსონს თან ახლავს კიევის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება.

ვიზიტის შესახებ ადრე არ გამოუცხადებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG