Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უკრაინის გამარჯვების გარეშე მსოფლიოში მშვიდობა ვერ იქნება" - ბათუმში აქცია გაიმართა


უკრაინის მხარდასაჭერი აქცია ბათუმში
უკრაინის მხარდასაჭერი აქცია ბათუმში

უკრაინის ერთიანობის დღე ბათუმში ცენტრალური პარკის კოლონადებთან აღნიშნეს. უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე ბათუმში მცხოვრები უკრაინელები საქართველოსა და უკრაინის დროშებით გამოვიდნენ.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები, რომლებზეც ასახული იყო გზავნილი მხარდამჭერი ქვეყნებისადმი, რომ მეტი დახმარება გაუწიონ ომში მყოფ ქვეყანას:

„უკრაინას კიდევ მეტი იარაღი უნდა მიაწოდონ, რომლის გარეშე ჩვენ ამ ომს ვერ მოვიგებთ. უკრაინის გამარჯვების გარეშე კი მსოფლიოში მშვიდობა ვერ იქნება“, - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

უკრაინის ერთიანობის დღეს, საერთაშორისო მასშტაბით გამოცხადებულ აქციას - "მსოფლიოს ერთიანობის ჯაჭვი" - უკრაინის მოქალაქეები მსოფლიოს 25 ქვეყნის 47 ქალაქში აღნიშნავენ. აქცია გაიმართა თბილისშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG