Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში დანაშაულებრივი ჯგუფი უკრაინელ ლტოლვილებს ამუშავებდა იატაკქვეშა ფაბრიკებში

საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ესპანეთის პოლიციამ დაარბია ბანდა, რომელიც სამ იატაკქვეშა თამბაქოს ფაბრიკაში ამუშავებდა რუსეთის ინტერვენციას გამოქცეულ უკრაინელებს.

სავარაუდოდ კონტრაბანდით შემოჰქონდათ „დიდი რაოდენობით“ თამბაქო, რომლითაც არალეგალურად ამზადებდნენ სიგარეტებს და შემდეგ მათ ყიდდნენ ესპანეთსა და მეზობელ ქვეყნებში, განაცხადა 22 იანვარს ესპანეთის პოლიციამ.

პოლიციის თანახმად, დანაშაულებრივი დაჯგუფება იატაკქვეშა ფაბრიკებში ამუშავებდა ესპანეთში არალეგალურად ჩასულ უკრაინელებს ან იმათ, ვინც ომს გამოექცა და ლტოლვილის სტატუსით იმყოფებოდა ევროპაში.

ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ სპეციალურად მათთვის მომზადებულ კონტეინერებში, მათი სამუშაო დრო აღემატებოდა ნორმალურს, ბანდის ლიდერები კი „დიდი რაოდენობით ფულს ათეთრებდნენ“ და „ფუფუნებაში ცხოვრობდნენ“ კურორტ მარბელაში, ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ოპერაციის დროს დააკავეს 27 ადამიანი და ამოიღეს 37 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების სიგარეტი და თამბაქოს ფოთლები. პოლიციამ გაჩხრიკა დაჯგუფების მეთაურების ბინები, საწარმოები და მაღაზიები. ამოღებული იქნა იუველირული ნაწარმი და დიდი რაოდენობით ნაღდი ფული.

​
XS
SM
MD
LG