Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭის პორტთან მოლაპარაკებას უარყოფს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო


ბათუმი

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას.

„ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს. ამასთან, რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 24 იანვარს, რუსულმა სააგენტო „ტასსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ სოჭის საზღვაო პორტი შავი ზღვით საქართველოში სამგზავრო გადაყვანაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ აცხადებს სოჭის პორტის გენერალური დირექტორი იური ვლადიმეროვი, რომლის თანახმად, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ის იმედს გამოთქვამს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში სოჭიდან ბათუმში შავი ზღვით მგზავრებს გადაიყვანენ. ეს მოლაპარაკებები კი განპირობებულია ახალი ტურისტული მარშრუტების ძიებით, რადგან ტურისტების მხრიდან მაღალია მოთხოვნა, - აცხადებს სოჭის პორტის გენერალური დირექტორი რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასსთან".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG