Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში საქართველოს ელჩად თსუ-ს ყოფილი რექტორი დაინიშნა


გიორგი შარვაშიძე
გიორგი შარვაშიძე

სომხეთში საქართველოს ელჩად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი შარვაშიძე დაინიშნა. როგორც მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.

"მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს და სამომავლოდ სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოითქვა", - წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი შარვაშიძის შეხვედრა
ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი შარვაშიძის შეხვედრა

გიორგი შარვაშიძემ თსუ-ს რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 2022 წლის 7 ოქტომბერს მიმართა. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად პირველი ვადით 2016 წელს, ხოლო მეორე ვადით 2020 წელს აირჩიეს.

შარვაშიძის შემცვლელად თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ 27 დეკემბერს თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ჯაბა სამუშია აირჩია. სამუშია საკრებულოში მმართველ პარტიას წარმოადგენდა. მას ამ არჩევნებში კონკურენტი არ ჰყოლია.

XS
SM
MD
LG