Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ ჰომოსექსუალობა არ არის დანაშაული, მაგრამ ის ცოდვაა


რომის პაპმა ფრანცისკემ უსამართლო უწოდა ლგბტ+ თემის კრიმინალიზებას.
რომის პაპმა ფრანცისკემ უსამართლო უწოდა ლგბტ+ თემის კრიმინალიზებას.

რომის პაპმა ფრანცისკემ კანონებს, რომლებიც ლგბტ+ პირების კრიმინალიზებას ახდენს, უსამართლო უწოდა და ეპისკოპოსებს ყოველი ადამიანის მიმართ სიფაქიზისკენ მოუწოდა.

„ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის“, - თქვა ფრანცისკემ Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მან გაიხსენა კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო და თქვა, რომ საჭიროა გეების მიღება და პატივისცემა, არ უნდა ხდებოდეს მათი მარგინალიზება და დისკრიმინაცია.

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია The Human Dignity Trust-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჰომოსექსუალური ურთიერთობები მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია კრიმინალიზებული, 11 მათგანში ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა შორის სექსი სიკვდილით ისჯება. მრავალ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, ჰომოსექსუალობა არ არის კრიმინალიზებული, მაგრამ არსებული კანონები ხელს უწყობს ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა მიმართ დევნას, სტიგმატიზაციას და ძალადობას.

ფრანცისკეს თქმით, კათოლიკურ ეკლესიას შეუძლია და უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ამ უსამართლობას ბოლო მოეღოს. „მან ეს უნდა გააკეთოს“, - აღნიშნა პაპმა და დასძინა, რომ ეპისკოპოსებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ასეთ კანონებს, „გარდაქმნის პროცესი უნდა გაიარონ“ და სინაზე გამოავლინონ „ისე, როგორც ღმერთი იჩენს ყოველი ჩვენგანის მიმართ“.

ამასთან, ფრანცისკემ აღნიშნა, რომ, მართალია, ჰომოსექსუალობა არ არის დანაშაული, მაგრამ ის ცოდვაა. Associated Press-ის ჟურნალისტებთან საუბარში ის გამოვიდა წინადადებით, „ჯერ გაიმიჯნოს ცოდვა და დანაშაული“ და გაიმეორა, რომ ერთმანეთის მიმართ მოწყალების არქონაც ცოდვაა.

კათოლიკური ეკლესია არ ცნობს ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებას, „ვინაიდან ღმერთს არ შეუძლია აკურთხოს ცოდვა“, - ნათქვამია ვატიკანის 2021 წლის დეკრეტში.

ადრე ანგლიკანურმა ეკლესიამ ლგბტ+ თემის წინაშე ბოდიში მოიხადა ერთი და იმავე სქესის პირთა ჯვრისწერაზე უარისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG