Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი: უკრაინის ჯარებმა დატოვეს სოლედარი და წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე დაიხიეს


სოლედარის სატელიტური ფოტო. 2023 წ. 10 იანვარი.

უკრაინის ჯარებმა დატოვეს დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი და წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე დაიხიეს. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ. მისი სიტყვებით, ეს გაკეთდა „პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად“.

ჩერევატიმ განაცხადა, რომ სოლედარის ბრძოლების დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჯარებს მიაყენეს ზარალი, რომლის შედარება შეიძლება რუსეთის დანაკარგებთან ჩეჩნეთის ორ ომში. მისი თქმით, ქალაქში ფრონტის ხაზი გასწორებულ იქნა, არ ყოფილა ალყა ან უკრაინელ სამხედროთა ტყვედ აყვანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, ჯარები ამოცანას ასრულებდნენ და მტერს არ მისცეს ამ მიმართულებაზე ფრონტის გარღვევის შესაძლებლობა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სოლედარის აღების შესახებ 13 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია. მაშინ უწყება აცხადებდა, რომ ქალაქი აიღეს ჯარების შერეული დაჯგუფებით, მათ შორის იყვნენ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებიც. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მაშინ ამბობდნენ, რომ ქალაქის აღების შესახებ ცნობები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და ბრძოლები გრძელდებოდა. ამასთან, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა, ჯერ კიდევ 11 იანვარს თქვა, რომ სოლედარი მთლიანად დაიკავეს მისი ქვედანაყოფის მეომრებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG