Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დაგმეთ რუსული აგრესია“ - საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეიძლება რუს სპორტსმენებს დაბრუნების შანსი მისცეს


რუსი ჰოკეისტები ოლიმპიური დროშის ქვეშ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე
რუსი ჰოკეისტები ოლიმპიური დროშის ქვეშ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი(IOC) თითქმის ყველა შეჯიბრებიდან მოკვეთილი რუსი და ბელარუსი სპორტსმენების საერთაშორისო არენაზე დაბრუნების იდეაზე მუშაობს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შეიძლება რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს დიდ ღონისძიებებში ჩართვის უფლება მისცენ, მაგრამ ამისთვის მათ რამდენიმე კონკრეტული მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ.

თუ ეს საკითხი ოფიციალურად დამტკიცდა, რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისთვის წაყენებული პირველი და მთავარი პირობა იქნება, რომ დაგმონ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. გარდა ამისა, სრულყოფილად დააკმაყოფილონ ანტისადოპინგო სააგენტოს სტანდარტი და პატივი სცენ ოლიმპიურ ქარტიას. ოღონდ ამ შემთხვევაშიც კი, ისინი შეჯიბრებებში მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით გამოვლენ, თავიანთი ქვეყნის დროშისა და ჰიმნის გარეშე.

IOC-ის განცხადებას უკვე გამოეხმაურა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სტანისლავ პოზდნიაკოვი. მან ინიციატივა დაიწუნა და თქვა, რომ რუსი სპორტსმენების მიმართ გადადგმული ერთი ნაბიჯი ამავდროულად საწინააღმდეგო მიმართულებით გადადგმული ორი ნაბიჯია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG