Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში შეიზღუდა CIA-ისა და FBI-ის საიტებზე წვდომა


დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს შტაბ-ბინა
დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს შტაბ-ბინა

„როსკომნადზორმა“ შეზღუდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა (CIA) და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) საიტებზე წვდომა. შეზღუდვა ვრცელდება ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაზე, რომელშიც მართლმსაჯულების ჯილდოებზეა ლაპარაკი.

წვდომა იზღუდება შემდეგ საიტებზე: www.cia.gov, www.fbi.gov და rewardsforjustice.net.

„როსკომნადზორის“ თქმით, ამის მიზეზი გახდა ამ ორგანიზაციების მიერ ფეიკების გავრცელება.

როგორც გამოცემა RBC-ს განუცხადეს „როსკომნადზორში“, რესურსები ეკუთვნის „მტრული ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურებს“, ისინი ავრცელებენ მასალებს, რომლებიც მიმართულია რუსეთში ვითარების დესტაბილიზაციისა და არმიის დისკრედიტაციისკენ.

ამერიკის მხარეს საიტების დაბლოკვაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მაისში CIA-მ თავის ოფიციალურ საიტსა და სოცქსელებში გაავრცელა სპეციალური ტექსტები რუსულ ენაზე, რომლებშიც ახსნილია, უსაფრთხოდ როგორ დაუკავშირდნენ სპეცსამსახურს.

სადაზვერვო უწყების ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ეს ინსტრუქციები ეხება იმათ, „ვინც თავს მოვალედ მიიჩნევს, დაუკავშირდეს CIA-ს უსამართლო ომის გამო, რომელსაც რუსეთის მთავრობა აწარმოებს“.

FBI რეგულარულად აწარმოებს სოცქსელებში სარეკლამო კამპანიებს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის - რუსულად. მაგალითად, 2023 წლის იანვარში სპეცსამსახურმა ფეისბუკში გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ მობილიზაციამ შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს ცხოვრება და FBI-ის აგენტებთან კონტაქტისკენ მოუწოდა მომხმარებლებს.

XS
SM
MD
LG