Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმის სინაგოგაში უცნობმა პირმა რვა ადამიანი მოკლა და ათზე მეტი დაჭრა


ისრაელის უსაფრთხოების ძალები იერუსალიმის ერთ-ერთი სინაგოგის მახლობლად, სადაც პარასკევს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა მლოცველებს და მინიმუმ რვა ადამიანი მოკლა.
ისრაელის უსაფრთხოების ძალები იერუსალიმის ერთ-ერთი სინაგოგის მახლობლად, სადაც პარასკევს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა მლოცველებს და მინიმუმ რვა ადამიანი მოკლა.

პარასკევს საღამოს იერუსალიმში უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა სინაგოგაში მლოცველებს. როგორც გაზეთი Jerusalem Post-ი იტყობინება, დაიღუპა მინიმუმ რვა ადამიანი, 10-ზე მეტი დაჭრილია. თავდამსხმელი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.

პოლიცია ეძებს მსროლელის შესაძლო თანამოაზრეებს, მიმდებარე რიონები გადაკეტილია.

როგორც ვარაუდობენ, თავდასხმა იყო რეგიონის არაბული მოსახლეობის შურისძიება სარაკეტო დარტყმისთვის, რომელიც ისრაელის არმიამ მიაყენა 27 იანვარს ღაზის სექტორს პალესტინელთა მხრიდან აშკელონისა და სამხრეთ ისრაელის სხვა დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ იერიშის საპასუხოდ.

მხარეებმა სარაკეტო ცეცხლი გაცვალეს მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ, სასაზღვრო პოლიციამ და უსაფრთხოების საერთო სამსახურმა რეიდი ჩაატარეს ლტოლვილთა ბანაკში ჯენინში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ოპერაცია 26 იანვარს ჩატარდა. უკანასკნელი მონაცემებით, დაიღუპა 11 პალესტინელი, ორ ათეულამდე ადამიანი დაიჭრა.

პალესტინის ავტონომიის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაიღუპა მინიმუმ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ამ ფონზე პალესტინელებმა გადაწყვიტეს, შეწყვიტონ ისრაელთან უსაფრთხოების ზომების კოორდინაცია და პირობა დადეს, რომ გაეროსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ. მომხდარს მათ ისრაელის აგრესია უწოდეს.

Associated Press-ის თანახმად, ისრაელის არმიისა და სპეცსამსახურების რეიდი ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი იყო უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში.

კონფლიქტის გამწვავება ხდება ტურნეს ფონზე, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში იწყებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ის მოინახულებს ეგვიპტეს, ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს.

XS
SM
MD
LG