Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისტორიული ოქრო - მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონი გახდა


ფიგურულ ციგურაობაში, საქართველო ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ (ცენტრში), ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
ფიგურულ ციგურაობაში, საქართველო ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ (ცენტრში), ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

ფიგურულ ციგურაობაში, საქართველო ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ, ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 20 წლის მოციგურავე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იყო და თავისუფალი პროგრამის ოცდაოთხ მონაწილეს შორისაც საუკეთესო შედეგი აჩვენა. გუბანოვამ ორი დისციპლინის ჯამში 199,91 ქულა დააგროვა და საკმაოდ დიდი უპირატესობით - 6,43 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ბელგიელ ლეონა ჰენდრიკს. ბრინჯაოს მედალს კი შვეიცარიელი კიმი რეპონდი დაეუფლა.

საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების ისტორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული არც ერთ სპორტსმენს არ მოუპოვებია. აქამდე ქართულ ანგარიშზე სამი ბრინჯაო იყო. ელენე გედევანიშვილი ორჯერ ავიდა კვარცხლბეკზე, მორის ყვითელაშვილი - ერთხელ.

XS
SM
MD
LG