Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირს, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს პნევმატიკური იარაღი ესროლა, ბრალდება წარუდგინეს


საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე.

გამოძიების მტკიცებით, 22 იანვარს ბათუმში ბრალდებულმა პნევმატიკური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა.

ბრალდებულს ედავებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას, რაც გულისხმობს ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. ბრალდებულს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG