Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მუმლაძემ ლევან ხაბეიშვილს შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა


გიორგი მუმლაძე, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი
გიორგი მუმლაძე, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. ამის შესახებ მუმლაძე თავის ფეისბუკის გვერდზე წერს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა, მიიღეს პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დაუჭირეს მხარი ცვლილებებს, რაც პატივსაცემია! ახლა საქმის დროა, ლაპარაკის ნაცვლად! ლევან ხაბეიშვილი, გილოცავ“, - წერს გიორგი მუმლაძე ფეისბუკზე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოდა.

კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • ნონა მამულაშვილი - 1537 ხმა (3,73%);
  • ნიკა მელია - 16 476 ხმა (40%);
  • გიორგი მუმლაძე - 1516 ხმა (3,68%);
  • ლევან ხაბეიშვილი - 21 656 ხმა (52,58%).

პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10 საათის შემდეგ დაიწყო და დღეს, 30 იანვარს, 10 საათზე დასრულდა. არჩევნებში დარეგისტრირდა 49 638 ადამიანი. მათგან ხმა მისცა 41 264-მა.

2022 წლის 9 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილმა პარტიაში თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება მოითხოვა. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თქვა, რომ არჩევნები მისთვის ყველაზე კომფორტული პროცესია და მზად იყო მისი დაწყებისთვის.

10 იანვარს მედიასთან საუბარში ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ "არანაირ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას", თუმცა 16 ნოემბერს ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მეგობრებთან ერთად მიიღო.

XS
SM
MD
LG