Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე" - ნონა მამულაშვილი ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს


ნონა მამულაშვილი, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი
ნონა მამულაშვილი, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ნონა მამულაშვილი ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს, ამასთან თავის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტში წერს, რომ არჩვენების შედეგები არ აძლევს იმედს, რომ ქვეყნისთვის საჭირო პროცესი დაიწყება. „დიდ სურათში - ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე. მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე“, - წერს ნონა მამულაშვილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოდა.

კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • ნონა მამულაშვილი - 1537 ხმა (3,73%);
  • ნიკა მელია - 16 476 ხმა (40%);
  • გიორგი მუმლაძე - 1516 ხმა (3,68%);
  • ლევან ხაბეიშვილი - 21 656 ხმა (52,58%).

პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10 საათის შემდეგ დაიწყო და დღეს, 30 იანვარს, 10 საათზე დასრულდა. არჩევნებში დარეგისტრირდა 49 638 ადამიანი. მათგან ხმა მისცა - 41 264-მა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატებმა ნიკა მელიამ და გიორგი მუმლაძემ ახალარჩეულ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, არჩევნებში გამარჯვება ასევე მიულოცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG