Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული კომპანია ფულად პრემიებს აწესებს უკრაინაში დასავლური ტანკების განადგურებისთვის


აშშ-ის Abrams-ის ტიპის ტანკი, ნატოს წვრთნები, ლატვია. 2021 წელი
აშშ-ის Abrams-ის ტიპის ტანკი, ნატოს წვრთნები, ლატვია. 2021 წელი

რუსული კომპანია აცხადებს, რომ ხუთ მილიონ რუბლს (დაახლოებით 72,000 USD) გადაუხდის სამხედროებს, რომლებიც უკრაინაში გაანადგურებენ ან ხელში ჩაიგდებენ დასავლეთის მიერ გამოშვებულ ტანკებს. ამ დაპირების ფონია კრემლის განცხადება, რომ რუსეთის ძალები გაანადგურებენ უკრაინისთვის დასავლეთის მიერ გადაცემულ ყველა ტანკს.

აშშ, გერმანია და ევროპის რამდენიმე ქვეყანა გეგმავენ ბრძოლისუნარიანობის გასაზრდელად უკრაინას მომავალ თვეებში მიაწოდონ ათობით საბრძოლო ტანკი.

კრემლმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მას სახიფათო ესკალაცია უწოდა - კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ტანკები ფრონტის ხაზზე "დაიწვება".

ახლა ურალის რეგიონში განთავსებული კომპანია Fores-ი, რომელიც ენერგეტიკის ინდუსტრიის აღჭურვილობას აწარმოებს, ფულადი პრემიების მიცემის პირობით გამოდის იმ სამხედროებისთვის, რომლებიც "ხელში ჩაიგდებენ ან გაანადგურებენ" გერმანიის წარმოებულ Leopard 2-ის ან აშშ-ის მიერ წარმოებულ Abrams-ის ტიპის ტანკებს.

XS
SM
MD
LG