Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინისკენ მიემართება ამერიკული საბრძოლო მანქანების, Bradley-ს პირველი პარტია


საილუსტრაციო ფოტო. ქვეითთა საბრძოლო მანქანები Bradley
საილუსტრაციო ფოტო. ქვეითთა საბრძოლო მანქანები Bradley

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში გაგზავნა ქვეითთა საბრძოლო მანქანების, Bradley-ს პირველი პარტია.

ამერიკული არმიის სატრანსპორტო სარდლობის მიერ 30 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 60-ზე მეტმა საბრძოლო მანქანამ გასულ კვირაში დატოვა სამხრეთ კაროლინის შტატში მდებარე ჩრდილოეთ ჩარლსტონის პორტი.

სარდლობის განცხადებით, უკრაინის ძალებს ექნებათ შეტევისა და თავდაცვის დამატებითი საშუალებები რუსეთის უკანონო შეჭრისგან საკუთარი საზღვრების დასაცავად.

ქვეითთა საბრძოლო მანქანები Bradley შედის უკრაინისთვის განკუთვნილ, 2.85 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტში, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ 2023 წლის იანვარში დაამტკიცა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან, შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება 27 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

იანვარში ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მიიღებს ამერიკულ ტანკებს, Abrams-ს, გერმანულ ტანკებს, Leopard 2-ს და ბრიტანულ Challenger 2-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG