Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვის პრეზიდენტი დასავლეთს მიმართავს, „გადალახოს წითელი ხაზები“ და უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება განიხილოს


ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ვილნიუსში რადიო თავისუფლების ოფისის გახსნისას. 10 იანვარი, 2023 წელი
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ვილნიუსში რადიო თავისუფლების ოფისის გახსნისას. 10 იანვარი, 2023 წელი

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ დასავლეთს მიმართა, ღია დატოვოს ყველა შესაძლებლობა იარაღის, მათ შორის გამანადგურებლების მიწოდებაზე უკრაინის თხოვნასთან დაკავშირებით.

ნაუსედამ ლიეტუვის ტელევიზიასთან საუბრისას 31 იანვარს განაცხადა, რომ ავიაგამანადგურებლები და შორი მოქმედების რაკეტები „აუცილებელ სამხედრო დახმარებას“ წარმოადგენენ „ომის ამ გადამწყვეტ ეტაპზე, როცა სულ მალე დადგება გარდამტეხი მომენტი“.

აშშ და გერმანია კიევის ასეთი თხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავენ, თუმცა საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ პრინციპში არ არის ამის წინააღმდეგი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 30 იანვარს განაცხადა, რომ აშშ უკრაინას არ გაუგზავნის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, იმ ფონზე, როცა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი მათ გაგზავნას არ გამორიცხავს, თუკი გარკვეული პირობები დაკმაყოფილებული იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG