Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენის კონფერენციაზე წელს რუსეთის ხელისუფლების ნაცვლად ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვიეს


მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. 2021 წ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. 2021 წ.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ორგანიზატორებმა წელს უარი თქვეს რუსეთის წარმომადგენლების მიწვევაზე. მათ ნაცვლად კონფერენციაზე მიიპატიჟეს ოპოზიციის წარმომადგენლები, კერძოდ - მიხაილ ხოდორკოვსკი და გარი კასპაროვი.

კონფერენციის თავმჯდომარემ, კრისტოფ ჰოისგენმა MDR-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ეს გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ არ სურთ, რუსეთის ხელისუფლებას პლატფორმა მისცენ პროპაგანდისთვის.

„იმ განცხადებების მიხედვით, რომლებსაც ყოველდღე ვისმენთ კრემლისგან, ვერ დავასკვნით, რომ რუსეთი ოდნავ მაინც დაიხევს უკან იმისგან, რაც პუტინმა გამოაცხადა ომის მიზნად, კერძოდ - უკრაინის დანგრევისგან“, - აღნიშნა ჰოისგენმა.

ფორუმი 17 თებერვალს გაიხსნება.

უსაფრთხოების საკითხების საერთაშორისო კონფერენცია მიუნხენში 1962 წლიდან მოკიდებული ტარდება. მასში მონაწილეობენ სახელმწიფოს მეთაურები, მთავრობის თავმჯდომარეები, მინისტრები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ათობით ქვეყნიდან. რუსეთი კონფერენციაში 1999 წლიდან მონაწილეობს.

2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. თავის გამოსვლაში მან შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მწვავედ გააკრიტიკა „ერთპოლუსიანი მსოფლიოს დამკვიდრების მცდელობისთვის“, ნატოს გაფართოებისთვის, რაც, მისი სიტყვებით, საფრთხეს უქმნის რუსეთს. ამ გამოსვლას მიიჩნევენ ერთ-ერთ ათვლის წერტილად, საიდანაც დაიწყო რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუარესება.

XS
SM
MD
LG