Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრამატორსკში რუსეთის რაკეტამ საცხოვრებელი სახლი დაანგრია, არის მსხვერპლი


კრამატორსკის ცენტრი სარაკეტო იერიშის შემდეგ. 2023 წ. 1 თებერვალი
კრამატორსკის ცენტრი სარაკეტო იერიშის შემდეგ. 2023 წ. 1 თებერვალი

მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ კრამატორსკის ცენტრში საცხოვრებელი სახლის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად. ინციდენტის შესახებ დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პავლო კირილენკო იტყობინება.

„ორი საათის წინ რუსმა ოკუპანტებმა რაკეტა მოარტყეს საცხოვრებელ სახლს, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ის დაინგრა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მაშველები, სამართალდამცავები და კომუნალური სამსახურების თანამშრომლები“, - დაწერა მან.

კრამატორსკზე იერიშს მაშინვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

„საცხოვრებელი სახლი, სარაკეტო დარტყმა, დაიღუპნენ და ნანგრევების ქვეშ არიან მშვიდობიანი ადამიანები, - დაწერა მან „ტელეგრამის“ არხში, - ეს არ არის ისტორიის განმეორება, ეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ყოველდღიური რეალობაა. ქვეყნისა, რომელიც აბსოლუტურ ბოროტებას ესაზღვრება. და მან უნდა დაამარცხოს ის, რათა ნულზე დაიყვანოს მსგავსი ტრაგედიების განმეორების ალბათობა.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG