Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ჩავიდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

დღეს კიევში ჩავიდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი და ევროკომისრები. ისინი მონაწილეობას მიიღებენ უკრაინა-ევროკავშირის სამიტში.

„ჩვენ აქ ერთად ვართ, რათა ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი უკრაინას მხარს ისევე მტკიცედ უჭერს, როგორც ადრე და კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი მხარდაჭერა და თანამშრომლობა“, - დაწერა ტვიტერზე ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, კიევში ჩავიდა, რათა საკუთარი ქვეყნის დამცველ უკრაინელებს გადასცეს ევროკავშირის მხარდაჭერის უძლიერესი გზავნილი.

ბორელი ტვიტერზე წერს, რომ ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას გაუწია 50 მილიარდი ევროს დახმარება და მის გვერდით დარჩება გამარჯვებისა და ქვეყნის აღდგენისთვის.

უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ 2022 წელს მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG