Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია აპირებს უკრაინას გაუგზავნოს Leopard 1 ტანკებიც


საილუსტრაციო ფოტო. ტანკი Leopard 1
საილუსტრაციო ფოტო. ტანკი Leopard 1

გერმანიის მთავრობა აპირებს უკრაინას გადასცეს ტანკები Leopard 1-ც. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი წერს. მისი ინფორმაციით, ამ ტანკების მწარმოებელ კომპანიებს შეუძლიათ უკრაინაში გასაგზავნად უახლოეს ხანში მოამზადონ ათეულობით Leopard 1, თუმცა, ჯერჯერობით მოუგვარებელია საბრძოლო მასალების შეძენის პრობლემა.

2023 წლის იანვარში, გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას გადასცეს 14 ტანკი Leopard 2, რომელიც უფრო თანამედროვე მოდელია.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 2 თებერვალს, სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს მოეპოვება პასუხი უკრაინისთვის მიწოდებულ დასავლურ ტანკებზე, მათ შორის გერმანულ Leopard-ებზე.

XS
SM
MD
LG