Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ოკეანის თავზე ჩამოაგდო ჩინეთის სავარაუდო "მზვერავი" საჰაერო ბურთი


ჩინეთის სავარაუდო "ჯაშუში" ბურთი
ჩინეთის სავარაუდო "ჯაშუში" ბურთი

4 თებერვალს აშშ-მა ატლანტის ოკეანის თავზე ჩამოაგდო ჩინეთის, სავარაუდოდ, სადაზვერვო ბურთი მას მერე, რაც მან ჩრდილოეთ ამერიკის თავზე მოიარა მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები და გადაიქცა დაძაბულობის მორიგ კერად ვაშინგტონსა და პეკინს შორის.

მიმდინარეობს ოპერაცია ბურთის ნაწილების მოსაპოვებლად აშშ-ის ტერიტორიულ წყლებში.

ბურთი 4 თებერვალს შენიშნეს სამხრეთ კაროლინის თავზე, როცა ის ატლანტის სანაპიროს უახლოვდებოდა. მის ჩამოგდებამდე ბურთის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა. "ჩვენ მას მოვუვლით", - თქვა ჯო ბაიდენმა.

ბურთის აღმოჩენის გამო ჩინეთში კვირას დანიშნული ვიზიტი გააუქმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ჩინეთი აცხადებდა, რომ ბურთი ამინდს იკვლევს და ის უბრალოდ თავისი ტრაექტორიიდან გადავიდა. პენტაგონი უარყოფს ამ ვერსიას, ისევე როგორც ჩინეთის განცხადებას, რომ ბურთი სადაზვერვოდ არ გამოიყენება და მცირე სანავიგაციო შესაძლებლობები აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG